2012-05-30

შეხვედრა მწერალ ქეთრინ შულცთან

30 მაისს,  18.00 საათზე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის "როცა ცდები" ავტორ ქეთრინ შულცთან შეხვედრა გაიმართება.
"როცა ცდები" 2010 წლის მსოფლიო ბესტსელერების სიას მიეკუთვნება და ის არასამთავრობო ორგანიზაცია “რადარამმა“  ქართულ ენაზე 2012 წლის აპრილში გამოსცა.
წიგნის ავტორი - ქეთრინ შულცი ფილოსოფიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ჟურნალისტი, მწერალი და ბლოგერია. ის წერს ისეთი ცნობილი გამოცემებისთვის, როგორებიცაა New York Times Magazine, The Nation, Foreign Policy.


მის.: ი.ჭავჭავაძის 1, თსუ I კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის აუდიტორია (#115)


« იხ. ყველა ანონსი