2013-09-11
„აქტუალური საკითხები საჯარო ფინანსებში“
11 სექტემბერს, 11.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტში ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს სერტიფიკატები გადაეცემათ. ღონიძიებას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, ფინანსთა სამინისტროსა და თსუ თნამშრომლები დაესწრებიან.
ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის თსუ ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტში გადამზადების პროგრამა „აქტუალური საკითხები საჯარო ფინანსებში“ 8 სექტემბერს დაიწყო. პროგრამის მიმდინარეობისას განიხილებოდა თემები: ევრო-კრიზისი, ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური საფუძვლები და აქტუალური საგადასახადო რეფორმები საერთაშორისო ჭრილში. თემაზე შპაიერის უნივერსიტეტის სამმა ექსპერტმა: თსუ-ს საპატიო დოქტორმა, პროფესორმა ანდრეას კნორმა, პროფესორმა კირა ბარანოვამ და პროფესორმა ნილს ოთთერმა ისაუბრეს.
„ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი“ თსუ-ში 2013 წლის 12 თებერვალს დაფუძნდა. მისი დაფუძნების ინიციატორები იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი.
ინსტიტუტის ძირითადი მიზანია საქართველოს საჯარო მოხელეთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ინსტიტუტის პირველი გადამზადების პროგრამა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის, 8,9,10 სექტემბერს განხორციელდა.
მისამართი: თბილისი, გორგასლის ქ. №10, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია
« იხ. ყველა ანონსი