2010-12-06

რექტორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების შეხვედრები აკადემიური საბჭოს წევრებთან დღეიდან იწყება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატების შეხვედრა აკადემიური საბჭოს წევრებთან დღეიდან იწყება. 6 დეკემბერს, 17:00 საათზე აკადემიური საბჭოს წევრები რექტორის არჩევნებში მონაწილე ორი კანდიდატის – ნიკოლოზ ლელუაშვილისა და გიორგი ლილუაშვილის სამოქმედო გეგმას გააეცნობიან.
რექტორის არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 27 დეკემბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას სულ 6 კანდიდატი ღებულობს. ალექსანდრე კვიტაშვილი, თეიმურაზ ურუშაძე, მარიამ ცაცანაშვილი და გიორგი ჭინჭარაული აკადემიური საბჭოს წინაშე მომავალ შეხვედრაზე წარდგებიან.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, მცირე საკონფერენციო დარბაზი №135
« იხ. ყველა ანონსი