2012-10-26

საიათნოვას 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

26 ოქტომბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საიათნოვას 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციას  თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გახსნის. ღონისძიებას  ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არამ სიმონიანი, სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ლევონ ანანიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და სომხური დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
კონფერენციაზე მოხსენებებს  საიათნოვას შემოქმედებით დაინტერესებული ქართველი და სომეხი მკვლევარები წაიკითხავენ.

მისამართი: თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია)


« იხ. ყველა ანონსი