2017-04-25

"პოსტ სიმართლის ერა და ჟურნალისტიკა"

3 მაისს, 14:00 საათზე, მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს უკვე ოცდამეოთხედ აღნიშნავს. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ეხმაურებიან აღნიშნულ თარიღს და 2017 წლის 3 მაისს სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარს უძღვნიან.

დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სემინარს პარტნიორობას, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მოქმედების ფარგლებში,  ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრი (JRC), გაუწევს. 

სემინარზე რამდენიმე მოხსენების მოსმენა და განხილვაა გათვალისწინებული.

მომხსენებლები: პროფესორები: ნ. ჭალაგანიძე, მ. შამილიშვილი, მ. წერეთელი, ნ. კუპრაშვილი, ხ. მაისაშვილი, მ. მემანიშვილი, დოქტორანტი: თ. დვალიშვილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით დეპარტამენტის სპეციალისტებს, საკონტაქტო პირი: ნანა ამირანაშვილი, 599226262.

სემინარის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან თსუ-ს მულტიმედია ცენტრი და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია.

მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. # 8, მე-6 კორპუსი, დარბაზი.


« იხ. ყველა ანონსი