2010-10-13

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის პროგრამის წარდგენა თსუ–ის საშუალო და მაღალი რგოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან

13 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თსუ მეორე კორპუსის 135–ე აუდიტორიაში (მცირე საკონფერენციო დარბაზი), საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭო (IREX Georgia) გამართავს საინფორმაციო შეხვედრას თსუ–ის საშუალო და მაღალი რგოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან (დეკანები, დეპარტამენტის უფროსები); შეხვედრის თემაა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის პროგრამის წარდგენა სამიზნე აუდიტორიისათვის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციის თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ გაემგზავრონ აშშ-ში რვაკვირიანი სასწავლო ვიზიტით.

შეხვედრის სამუშაო ენაა ინგლისური (თარგმანის გარეშე).
« იხ. ყველა ანონსი