2013-10-28

„მედიაცია და არბიტრაჟი - მსოფლიო განვითარების ტენდენციები“

28 ოქტომბერს, 10:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი საერთაშორისო კონფერენცია „მედიაცია და არბიტრაჟი - მსოფლიო განვითარების ტენდენციები“ გაიხსნება.

კონფერენციის ორგანიზატორია თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი (NCADR), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით.

ინგლისურენოვან საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები: სტეისი ბარნსი (აშშ), მაიკლ ცური (ისრაელი), კატარინა კრეზალი (სლოვენია), ალეს ზალარი (სლოვენია), იასუჰეი ტანიგუჩი (იაპონია), იოშიჰისა ჰეიაკავა (იაპონია), ინგა კაჩევსკა (ლატვია), სოფიო ტყემალაძე (აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი/მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი), გიორგი ცერცვაძე (თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი), ლაშა ნოდია (საქართველოს არბიტრთა ასოციაცია), ანი სუბელიანი (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო).
ღონისძიების მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.

კონფერენცია 29 ოქტომბერს დაიხურება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი,  115-ე (პეტრე მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი