2018-05-29
„საბჭოთა უტოპიური ენობრივი თეორიები და ზოგადი ენთამეცნიერების პირველი ქართული სახელმძღვანელოები“
29 მაისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების სამეცნიერო პროექტის - „საბჭოთა უტოპიური ენობრივი თეორიები და ზოგადი ენთამეცნიერების პირველი ქართული სახელმძღვანელოები“ - ფარგლებში დაბეჭდილი სამი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნები მომზადდა და გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით:
გიორგი ახვლედიანი, ენათმეცნიერების შესავალი 1918-1919, სამ ნაწილად - კრებულში აღდგენილია რარიტეტურლი წიგნი, ენათმეცნიერების პირველი სალექციო კურსი, რომელსაც გიორგი ახვლედიანი კითხულობდა თბილისის უნივერსიტეტის შექმნის პირველი დღეებიდან. წიგნს ტერმინთა საძიებელი ერთვის;
თინათინ ბოლქვაძე, საბჭოთა ენათმეცნიერების ქართული სამკუთხედი: ნიკო მარი, ი. სტალინი, არნ. ჩიქობავა - წიგნში საარქივო მასალებზე დაყრდნობით განხილულია ნიკო მარის, ი. სტალინისა და არნ. ჩიქობავას როლი საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიაში. წიგნში გამოყენებული ყველა საარქივო დოკუმენტი პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში.
საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიიდან: საარქივო მასალები - კრებულში მოცემულია ახალგაზრდა მეცნიერთა სტატიები და სხვადასხვა არქივში მოძიებული დოკუმენტები, რომლებიც ასახავენ საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიას 1950 წლამდე. კრებულში გამოყენებული საარქივო დოკუმენტების დიდი ნაწილი პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 212-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი