2014-10-30

წიგნის „ჩერქეზული გზამკვლევი“ წარდგინება

30 ოქტომბერს  17:00  საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიკოს მარიამ ბეჟიტაშვილის წიგნის „ჩერქეზული გზამკვლევი“ წარდგინება გაიმართება. სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე მომზადებული და მრავალფეროვანი ფოტომასალით გაფორმებული წიგნი-ალბომი თბილისის ჩერქეზული კულტურის ცენტრის ინიციატივით, პროფესორ მერაბ ჩუხუას რედაქტორობით გამოიცა.

წიგნი მიზნად ისახავს, ქართველ მკითხველს გააცნოს ჩერქეზთა ქვეყნის ისტორია, ტრადიციები, ყოფა და ეთნოკულტურა; წიგნში წარმოდგენილია ჩერქეზთა ქვეყანა მისი წარსული ისტორიითა და ღირსშესანიშნავი ადგილებით, მოთხრობილია მისი კულტურის – ნაციონალური სამოსის, ორნამენტის, საკრავიერი მუსიკის, წეს-ჩვეულებითი ნორმების, ისტორიული საბრძოლო იარაღისა და სამხედრო ხელოვნების, ეთიკის, ეტიკეტის, რიტუალების, საზოგადოებრივი ინსტიტუტებისა და ჩვეულებითი სამართლის ნორმების, ეროვნული დღესასწაულებისა და კიდევ უამრავი საინტერესო თვისების შესახებ, რაც ახასიათებს ამ ხალხს ისტორიულ სამშობლოსა თუ დიასპორულ ყოფიერებაში. მკითხველი აქვე გაეცნობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ ჩერქეზულ ცენტრებსა და მათ ნაციონალურ-კულტურულ საქმიანობას.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, 206-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი