2016-05-05

პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღე

5 მაისს, 17:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია/კონცერტი „ფადოს ისტორია“(დუეტი Fad’Nu პორტუგალიიდან) და ოფიციალური მიღება გაიმართება, რომელსაც წარადგენს ფრენკ ანტონი მილერი.

ღონისძიებას თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, ბრაზილიის ელჩი საქართველოში, პორტუგალიის საპატიო კონსული საქართველოში დაესწრებიან.

2016 წლის მაისში, პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობა (CPLP) აღნიშნავს დაარსებიდან 20 წლისთავს და პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღეს. ვინაიდან, 2014 წელს, საქართველოს მიენიჭა ზემოაღნიშნული თანამეგობრობის ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრი, 2-8 მაისს, პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მართავს კულტურულ ღონისძიებებს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ  I კორპუსი, სააქტო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი