2012-06-25

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და გამომცემლობებს "არტლაინსსა" და "დიოგენესთან"

25 ივნისს, 17.00 საათზე  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა  და  გამომცემლობებს „არტლაინსა“ და „დიოგენეს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მოეწყობა „არტლაინს“-ის მიერ გამოცემული წიგნის „გრიგოლ ლორთქიფანიძე“ (ავტორი დოდო ჭუმბურიძე) პრეზენტაცია.  წიგნი  ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, გრიგოლ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 130 და გარდაცვალებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა და ცნობილი ქართველის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა,  მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზი.
« იხ. ყველა ანონსი