2010-03-17

კონკურსი ”ქართული ფოლადი”-ის სტიპენდიის მოსაპოვებლად

       თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ სააქციო საზოგადოება ”ქართული ფოლადი”-ის სტიპენდია მოიპოვონ. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატის მესამე კურსის ნებისმიერ სტუდენტს, მიუხედავად მისი აკადემიური მოსწრებისა.
       კონკურსი შედგება სამი ტურისაგან, რომელთა შედეგად შეირჩევა 10 სტიპენდიატი. გამორჩეულ სტუდენტებს ერთი წლის განმავლობაში დაენიშნებათ სტიპენდია თვეში 200 ლარის ოდენობით.
       პირველი ტური გულისხმობს IQ-სა (ინტელექტ-კოეფიციენტი) და ზოგადი უნარების ტესტებს;
       მეორე ტურში სტუდენტები გაეცნობიან მსოფლიოს ცნობილი ბიზნესკომპანიების განვითარების ისტორიას და შეასრულებენ კონკრეტულ დავალებას;
      მესამე ტურში გასული სტუდენტები მოამზადებენ ინდივიდუალურ პროექტებს, რომელთა პრეზენტაციაც კომისიის წინაშე გაიმართება. კომისია ს.ს. ”ქართული ფოლადის” მენეჯერებისაგან დაკომპლექტდება.

       კონკურსის შესახებ პრეზენტაცია გაიმართება:
25 მარტს, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, მცირე საკონფერენციო დარბაზში (№135) .
26 მარტს, 14:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში (X), 208 აუდიტორიაში;



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
« იხ. ყველა ანონსი