2015-04-28

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-ს, სწავლის ხელშეწყობის ფონდსა და „ქართული ლუდის კომპანიას“ შორის

28 აპრილს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქველმოქმედო ორგანიზაცია სწავლის ხელშეწყობის ფონდსა და შპს „ქართული ლუდის კომპანიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდება.

მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება  ახალი თაობების სრულფასოვანი განათლების, აღზრდის ხელშეწყობისა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის წახალისებისაკენ.

მემორანდუმის მიზნებიდან  გამომდინარე,  კომპანია   ფონდში, ყოველთვიურად შეიტანს თანხებს შესაძლებლობის ფარგლებში, რათა ფონდის მიერ, დადგენილი წესით, მოხდეს უნივერსიტეტის ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება.

კომპანია მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს უნივერსიტეტთან სტუდენტური პრაქტიკის და სტაჟირების საკითხებზე და უზრუნველყოს უნივერსიტეტის სტუდენტების პრაქტიკა, კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით, მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული რაოდენობის ფარგლებში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი


« იხ. ყველა ანონსი