2013-11-29

მასწავლებელთა I კონფერენცია

29 ნოემბერს,  11:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი  მასწავლებელთა  I  კონფერენციას „ უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ გახსნის.

კონფერენციას დაესწრებიან თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიური წრეების, საჯარო სკოლების წარმომადგენლები.

კონფერენციის მიზანია უმაღლეს და საშუალო სკოლას შორის აკადემიური ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება; მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს  სწავლების ხარისხის გაზრდას როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სკოლაში და განავითარებს პედაგოგიკის მეცნიერების თეორიასა და პრაქტიკას; განათლების სპეციალისტების, საუნივერსიტეტო პროფესიული საზოგადოებისა და საშუალო სკოლის მასწავლებლების მიერ თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებისას განსაზღვრული სასწავლო მიზნების სირთულეებისა და პრობლემების ანალიზი; პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით, პრობლემური საკითხების დასმა და კონკრეტული ნაბიჯების დასახვა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზებისა და ფორმების შემუშავების მიზნით.

კონფერენცია ორდღიანია და 30 ნოემბერს დასრულდება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია





« იხ. ყველა ანონსი