2017-01-11

“მედიტერრანეა”-ს იმიტაციური ექსპერიმენტი

11 იანვარს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანი თამაშის “მედიტერრანეა”-ს იმიტაციური ექსპერიმენტი ჩატარდება.

იმიტაციურ ექსპერიმენტი  ეკოლოგიურ პრობლემებს ეხება და მასში მონაწილეობას მიიღებენ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები, სადაც ისინი მინიჭებული როლების მიხედვით ხმელთაშუა ზღვისა და მისი სანაპიროს დაბინძურების აცილების პრობლემებს გადაწყვეტენ. მონაწილეთა ამოცანაა ჯგუფური და საზოგადოებრივი ინტერესების შეთანხმება ზღვის და მისი სანაპიროების  ინტენსიური დაბინძურების პირობებში. სტუდენტები წარმოადგენენ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლების პოზიციებს და განიხილავენ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა შესაძლო ვარიანტს, რისთვისაც შესწავლილი და გაანალიზებული აქვთ ყველა სახის დაბინძურების წყაროები და დადგენილი აქვთ მათი გავლენის დონე  გარემოზე აღნიშნულ ქვეყნებში.

იმიტაციის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების აქტიურ ჩაბმას  მიმდინარე პროცესებში.  ამ სახის იმიტაციების და საქმიანი თამაშების მეშვეობით მიიღწევა სტუდენტების აქტიური ჩაბმულობა ეკოლოგიური საკითხების ღრმა შესწავლაში, რაც საბოლოოდ უვითარებს მათ ეკოლოგიურ კულტურას და აზროვნებას, მათ ესმით თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება მდგრადი განვითარების  უზრუნველსაყოფად.

მისამართი:უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, მე-2 სართული, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა



« იხ. ყველა ანონსი