2016-05-20
ღია მმართველობის პარტნიორობა
25 მაისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეხვდებიან სტუდენტებს. შეხვედრის თემაა:
ღია მმართველობის პარტნიორობა.
როგორც ცნობილია, საქართველო 2016 წლის 4 აპრილიდან პარტნიორობის თანათავმჯდომარე ქვეყანაა.
ღია მმართველობის პარტნიორობა ინიცირებულ იქნა 2011 წლის 20 სექტემბერს. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც პარტნიორობასთან შეერთების სურვილი გამოაცხადა 2011 წელს და წარადგინა თავისი პირველი, 2012-2013 წლების, ეროვნული სამოქმედო გეგმა 2012 წლის აპრილში. დღეის მდგომარეობით პარტნიორობას ჰყავს 69 წევრი ქვეყანა.
ღია მმართველობის პარტნიორობის ძირითადი პრინციპებია გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა მონაწილეობა, ტექნოლოგია და ინოვაცია. აღნიშნულ პრინციპებზე დაყრდნობით პარტნიორობის მიერ იდენტიფიცირებულ იქნა ხუთი გამოწვევა: საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა, კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება.
2014 წელს საქართველომ შეიმუშავა მეორე სამოქმედო გეგმა 2014-2015 წლებისთვის. ღია მმართველობა საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმა იყო მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ინტენსიური თანამშრომლობის პროდუქტი. სამოქმედო გეგმა შემუშავებულ იქნა ფორუმის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ყოველ ორ წელიწადში შემუშავებული სამოქმედო გეგმა მტკიცდება მთავრობის დადგენილებით, რომლის იმპლემენტაციის მონიტორინგს ახორციელებს სამდივნო.
ამჟამად ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო მუშაობს მესამე, 2016-2017 წლების, სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. ღია მმართველობის პარტნიორობისთვის პრიორიტეტულია საჯარო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მისი რეგულაციებისა და სახელმძღვანელოების შესაბამისად წევრ ქვეყნებს მოეთხოვებათ თავიანთი სამოქმედო გეგმის შემუშავება სამოქალაქო და ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციების გზით. აღნიშნული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჯარო კონსულტაციები იგეგმება ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპ, 115-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი