2010-03-29

სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით

პროექტი – “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით”

2010 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით “გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახორციელებს პროექტს “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით”.

პროექტის პარტნიორები : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, “შალვა რჩეულიშვილის სახელობის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი – ადვოკატი.”
ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო”.

 

პროექტის მიზანია

მოახლოებულ 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით სტუდენტი ახალგაზრდობის ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესებში ჩართულ ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, პოლიტოლოგებთან და პოლიტიკოსებთან ღია ლექციებისა და შეხვედრების მოწყობით, ასევე არჩევნების მონიტორინგის პროცესში მათი უშუალო ჩართვის გზით.



პროექტის ფარგლებში გაიმართება 8 შეხვედრა.

შეხვედრა I. საარჩევნო კანონმდებლობის მიმოხილვა. ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში.

30 მარტი 2010 წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ:

ბ-ნი ლუის ნავარო, საქართველოში NDI-ს ოფისის დირექტორი, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები, მომხსენებლები არასაპარლამენტო ოპოზიციიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

მომხსენებლები წარმოადგენენ საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიმართ თავის დამოკიდებულებას, მოლაპარაკებების შედეგებზე საკუთარ ხედვას, რა დადებითი შედეგები მოყვა ამ მოლაპარაკებებს, რა საკითხეებზე მოხდა პოზიციათა შეჯერება, რა დარჩა შეუთანხმებელ საკითხებად. ხაზგასმული იქნება თითოეული მომხსენებლის აზრი დღეისათვის არსებულ საარჩევნო კოდექსზე.

მომხსებლები უპასუხებენ სტუდენტებისათვის საინტერესო კითხვებს.

წერილობითი მოხსენებები და წარმოდგენილი მასალები გამრავლდება და დაიდება იურიდიული ფაკულტეტის რესურს-ცენტრში.

შეხვედრას დაესწრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბ-ნი გიორგი ხუბუა.


შეხვედრა II. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

აპრილი 2010 წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის რესურს-ცენტრი.

შეხვედრაზე უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მიმოხილვას. მომხსენებელი ოლექსეი ჰარანი – კიევ-მოგილიოვოს სახელწიფო უნივერსიტეტთან არსებული პოლიტიკური ანალიზის აკადემიის პროფესორი, პოლიტოლოგი.
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
• უკრაინის საარჩევნო კანონმდებლობის მოკლე მიმოხილვა;
• პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანია;
• 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნები I ტური;
• საპრეზიდენტო არჩევნების II ტური;
• არჩევნების შედეგები და საზოგადოების შეფასება.

შეხვედრის ბოლოს მომხსენებელი უპასუხებს სტუდენტების შეკითხვებს მათთვის საინტერესო საკითხებზე. გაიმართება დისკუსია.

მოხსენება (პრეზენტაცია) ითარგმნება ქართულად და გავრცელდება სტუდენტებისათვის.

შეხვედრა III
. ლიტვის საპრეზიდენტო არჩევნები

აპრილი 2010 წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის რესურს-ცენტრი.

მომხსენებელი ევროპული ინტეგრაციის კვლევების ცენტრის დირექტორი ნერიუს მალიკევიჩუსი.

ლექციაში განხილული იქნება -
• ლიტვის საარჩევნო კანონმდებლობის თავისებურებები;
• პრეზიდენტობის კანდიდატები და მათი წინასაარჩევნო პროგრამები;
• რამდენად დემოკრატიული იყო კანდიდატების მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანია;
• არჩევნების მიმდინარეობისა და შედეგების შეფასება;
• გამარჯვებული კანდიდატი და საზოგადოების შეფასება.


მომხსენებელი უპასუხებს სტუდენტებისათვის საინტერესო კითხვებს.

მოხსენება (პრეზენტაცია) ითარგმნება ქართულად და გავრცელდება სტუდენტებისათვის.


შეხვედრა IV. რიგის მერის არჩევნები.

აპრილი 2010 წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის რესურს-ცენტრი.

მომხსენებელი - ლატვიის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის თავმჯდომარე ანდის კუდორსი.

მოხსენებაში განხილული იქნება -
• ლატვიის საარჩევნო კანონმდებლობის მოკლე მიმოხილვა;
• რიგის მერობის კანდიდატები და მათ მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანია;
• საარჩევნო პროცესი, რამდენად დემოკრატიულად იყო იგი წარმოებული და თუ ჰქონდა საარჩევნო პროცედურის მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი;
• არჩევნების შედეგები, საზოგადოების რეაქცია და შედეგების მნიშვნელობა.

მოხსენება (პრეზენტაცია) ითარგმნება ქართულად და დაიდება იურიდიული ფაკულტეტის რესურს-ცენტრში (სისხლის სამართლის მიმართულების ბიბლიოთეკა).

ინფორმაციას აპრილის შეხვედრების კონკრეტულ თარიღებისა და პროექტით გათვალისწინებული შემდგომი შეხვედრების შესახებ მოგაწვდით უახლოეს მომავალში.


გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი.
« იხ. ყველა ანონსი