2013-11-13

„თსუ გორდელას“ კონცერტი გარდაბანში

13 ნოემბერს, 14.00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლი „თსუ გორდელა“ გარდაბანში კონცერტს გამართავს. კონცერტი პროექტის „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ“ ფარგლებში ჩატარდება.

პროექტი  საქართველოში კომპაქტურად მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების უფრო ახლოს გაცნობას, სამოქალაქო საზოგადოებაში ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციას ემსახურება. დუისის კონცერტი პროექტით გათვალისწინებული მეხუთე კონცერტია ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და პანკისის ხეობის შემდეგ. პროექტის მხარდამჭერები არიან თსუ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რაიონის მუნიციპალიტეტები.

« იხ. ყველა ანონსი