2012-04-10

პროექტ „თსუ-დესპანის“ საზეიმო დახურვა

10 აპრილს, 15.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროექტ „თსუ-დესპანის“ საზეიმო დახურვა. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრება.

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროექტის „თსუ-დესპანის“ ფარგლებში თსუ სტუდენტები არდადეგების დროს სტუმრობდნენ იმ სკოლას, რომელიც თავად დაამთავრეს. სკოლაში ასეთი ვიზიტის დროს სტუდენტები სკოლის მოსწავლეებს აწვდიდნენ ინფორმაციას ზოგადად თსუ-ის  და საკუთარი ფაკულტეტის შესახებ, უზიარებდნენ უნივერსიტეტში სწავლის  გამოცდილებას, უამბობდნენ მომავალი პროფესიის შესახებ. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია #06
« იხ. ყველა ანონსი