2010-11-17
კარლ–პიტერ ზომერმანს თსუ–ის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭება

2010 წლის 17 ნოემბერს, 12 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება კარლ–პიტერ ზომერმანისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიასთან დაკავშირებული ღონისძიება.
ღონისძიებას დაესწრებიან როგორც თსუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, ასევე სხვადასხვა გერმანული თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოწვეული საპატიო სტუმრები. კარლ–პიტერ ზომერმანი დამსწრე საზოგადოების წინაშე წაიკითხავს მოხსენებას „სამართლებრივი სახელმწიფოსა და საჯარო მმართველობის“ შესახებ.
2009 წლის დეკემბრიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამა “საჯარო მმართველობა”. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი არის ფართო საერთაშორისო კონტაქტების მქონე უნივერსიტეტი, რომელიც ორიენტირებულია ადმინისტრაციული მეცნიერებების კვლევაზე. შპაიერის უნივერსიტეტს გააჩნია მდიდარი გამოცდილება საჯარო მოხელეთა მომზადებასა და გადამზადებაში.
სამაგისტრო პროგრამის „საჯარო მმართველობა“ მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის სფეროში, თეორიულსა და პრაქტიკულ პროფესიულ სწავლებაზე დაყრდნობით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება. პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს ქმნიან სამართალმცოდნეობის, ეკონომიკური, სოციალური და სხვა მეცნიერებების კურსდამთავრებულები. პროგრამისგან სარგებელს იღებენ არა მარტო ის პირები, რომლებიც პროფესიული საქმიანობისათვის ემზადებიან, არამედ ისინიც, ვინც უკვე ეწევიან პროფესიულ საქმიანობას საჯარო სამსახურში და გადამზადებას საჭიროებენ.
სასწავლო პროგრამა 2 წელიწადზეა გაწერილი. საქართველოს მარლთწესრიგთან უკეთესი დაახლოებისათვის, ძირითადი ლექციები ხორციელდება “ტანდემ-ფორმატში” , რაც გერმანელი და ქართველი პროფესორების მიერ ერთობლივი სალექციო კურსის მომზადებასა და ჩატარებას გულისხმობს.
2010 წლის 17 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობს შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრორექტორი, საჯარო სამართლის, სახელმწიფოს შესახებ მოძღვრებისა და შედარებითი სამართლის პროფესორი, ბატონი კარლ–პიტერ ზომერმანი, რომელიც ქართველ კოლეგებთან ერთად ხელმძღვანელობს სამაგისტრო პროგრამას.
მის.: ი.ჭავჭავაძის 3, თსუ–ის მეორე კორპუსი, 1–ლი სართ. იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი