2013-11-19

სასუნთქი სისტემების დაავადებები: პნევმონია და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები

19 ნოემბერს, 17.00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია „სასუნთქი სისტემების დაავადებები: პნევმონია და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები“.

კონფერენცია ტარდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული დღეების ფარგლებში - "პნევმონიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე" და "ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებთან (ფქოდ) ბრძოლის მსოფლიო დღე".

ღონისძიებაზე მოხსენებას წაიკითხავენ მოწვეული სტუმრები და თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები.
კონფერენციის დასასრულს სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1; თსუ I კორპუსი, აუდიტორია №07.
« იხ. ყველა ანონსი