2014-04-07
გერმანელი მეწარმის კლაუს ჰიპის ვიზიტი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე
7 აპრილს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანელი მეწარმის კლაუს ჰიპის გერმანულენოვანი ლექცია „Wichtige Punkte im geschäftlichen Umgang miteinander“ გაიმართება.
გამოყოფილი ორი საათიდან ერთი დაეთმობა ლექციას, ხოლო მეორე საათი დაეთმობა წერას. კერძოდ, სტუდენტებმა უნდა დაწერონ მოკლე (ნახევარგვერდიანი) ესსე გერმანულ ენაზე იმ სამი თემის მიხედვით, რომელიც ექნებათ მომზადებული კლაუს ჰიპის წიგნიდან “Achtung Anstand!”. ბატონი კლაუს ჰიპი ამ ნაწერების მოხედვით შეარჩევს იმ სტუდენტებს, რომლებსაც მიიწვევს გერმანიაში, საკუთარ საწარმოში საზაფხულო პრაქტიკის გასავლელად.
მისამართი: უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ მაღლივი კორპუსი, 206-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი