2017-10-10

თანამშრომლობის მემორანდუმი იურიდიულ ფაკულტეტსა და თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრს შორის

10 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსა და ა(ა)იპ – თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ირაკლი ბურდული და თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის დირექტორი, ასისტ. გიორგი ამირანაშვილი მოაწერენ.

ხელშეკრულების მიზანია შრომის სამართლის სფეროში ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე, ფაკულტეტის პერსონალისა და სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

ამ ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის პირველი წლიური ანგარიშის წარდგენა და ცენტრის ამერიკელი წევრის, ოჰაიოს ჩრდილოეთ უნივერსიტეტის (ოჰაიოს შტატი, აშშ) სამართლის კოლეჯის პროფესორის, ამავე კოლეჯის ყოფილი დეკანის (2013-2016 წწ.), რიჩარდ ბეილსის საჯარო ლექცია თემაზე – „შრომის სამართლის უნიფიკაცია და მოთხოვნაზე დაფუძნებული ეკონომიკის აღმავლობა“.

ღონისძიებას პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები დაესწრებიან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №06

« იხ. ყველა ანონსი