2014-07-29

გამოშვება 2014

29 ივლისს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, რექტორის მოადგილეები და ფაკულტეტების დეკანები მიულოცავენ. ასევე შედგება მუსიკალური ჯგუფის “TSU ART” კონცერტი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის 1, თსუ I კორპუსის ეზო
« იხ. ყველა ანონსი