2017-12-28

პროექტების პრეზენტაცია თსუ ფაბლაბში

28 დეკემბერს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბში პროექტების პრეზენტაცია გაიმართება.

ბიზნესპროექტები შესრულდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების სასწავლო მოდულის "პრაქტიკული მენეჯმენტის" ფარგლებში. სტუდენტებს, რომლებმაც აირჩიეს სასწავლო კურსი "პრაქტიკული მენეჯმენტი" (180-მდე სტუდენტი) საშუალება მიეცათ ბიზნესპროექტები შეემუშავებინათ და ფაბლაბის ტექნოლოგიების დახმარებით პრაქტიკულად განეხორციელებინათ. შესრულდა 12 პროექტი, რომლის ფარგლებში სტუდენტებმა ბიზნესიდეების საფუძველზე შექმნეს პროტოტიპები და გეგმავენ სტარტაპის განხორციელებას.  

მისამართი:უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, თსუ ფაბლაბი

« იხ. ყველა ანონსი