2016-04-10

"თსუ არტის" და კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის კონცერტი

10 აპრილს, 20:00 საათზე "თსუ არტის" და კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართება.

პროექტი  "სიმფონიური ჟანრისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზი" ხორციელდება "სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროექტის" ფარგლებში. პროექტის მართვას უზრუნველყოფს კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის წარმდგენია სამშენებლო დეველოპერული კომპანია “tride GROUP”. პროექტის მხარდამჭერია თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომპანია „Geo Voice“. პროექტის პატრნიორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მისამართი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი