2018-06-26

77-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტთა და მეცნიერ-ხელმძღვანელთა დაჯილდოება

26 ივნისს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 77-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტთა და მეცნიერ-ხელმძღვანელთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია თსუ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების თაოსნობით ჩატარდა.

კონფერენციაში მონაწილეობდა 400-ზე მეტი სტუდენტი (ბაკალავრი, მაგისტრანტი, დოქტორანტი) და სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი 200-მდე პროფესორ-მაწავლებელი. ისინი ჩართული იყვნენ ფაკულტეტებზე შექმნილი ორმოცდაოთხი დარგობრივი სექციის და შესაბამისი საკონკურსო ჟიურის მუშაობაში და მათი უშუალო მონაწილეობით გამოვლინდა საუკეთესო სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომები. 

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 206-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი