2017-06-09

IX სტუდენტური რეგიონთაშორისი კონფერენცია

9 ივნისს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის "ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის" ფარგლებში IX სტუდენტური რეგიონთაშორისი კონფერენცია გაიხსნება.

ორი დღის განმავლობაში იმუშავებს ცხრა სექცია, კონფერენციის სამუშაო პროგრამაშია 69 მოხსენება, რომელსაც წარმოადგენს 83 სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონების უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან. ღოპნისძიებაზე გაიმართება სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებულის "მერმისის" ახალი ნომრის პრეზენტაცია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეცხრე წელია ტარდება სტუდენტთა რეგიონათაშორისი კონფერენცია. ეს არის მულტიდისცილნარული  სამეცნიერო ფორუმი, რომელის მონაწილეებიც ტრადიციულად არიან სამივე სასწავლო საფეხურის სტუდენტები. სხვადასხვა წელს კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ საფრანგეთის, იტალიის. უკარაინის  აზერბაიჯანის, თურქეთის, სოხეთის და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტის სტუდენტები. ეს გეოგრაფიული სივრცე ყოველ წელიწადს იცვლება და ფართოვდება. კონფერენცია ტარდება  ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის „ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ ფარგლებში, რომლის ხელმძღვანელიც არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი თამარ პაიჭაძე.  სამეცნიერო ღონისძიებაზე წარმოდგენილი მოხსენებებიდან ირჩევა მასალები  სტუდენტთა სამეცნიერო შრომების  ელექტრონულ ჟურნალში “მერმისში“ გამოსაქვეყნებლად.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია



  


                                                                                  
          


« იხ. ყველა ანონსი