2015-12-22

სემინარი - „თაღლითობისა და მოტყუებით დადებული გარიგების გამიჯვნა“

22 დეკემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი სემინარი - „თაღლითობისა და მოტყუებით დადებული გარიგების გამიჯვნა“ გაიმართება.

სემინარში მონაწილეობას მიიღებენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები, ზემოაღნიშნული ინსტიტუტების წევრები, პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. სემინარი ეძღვნება პროფესორ-ემერიტუს მზია ლეკვეიშვილის ხსოვნას.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (პეტრე მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი