2018-05-08
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
8 მაისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორფოლოგიის ინსტიტუტში გაიმართება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ორგანოთა კონსერვაციის მეთოდები: დინამიკური და ჰისტომორფოლოგიური კვლევების ასპექტები“. ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი დიმიტრი კორძაია, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები.
კონფერენციის ფარგლებში გაიხსნება მედიცინის სფეროს ცნობილი წარმომადგენლების აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილისა და პროფესორ უჩა გაბუნიას ბიუსტები. ხოლო წარმატებული პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისთვის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები მერაბ კილაძე, გია ლობჟანიძე და ვლადიმერ მარგველაშვილი დაჯილდოვდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით.
კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში.
მისამართი: ბელიაშვილის ქ. N 78. თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტი, საკონფერენციო დარბაზი, II სართული.
« იხ. ყველა ანონსი