2016-09-20

გამოფენა ,,ვაჟა ფშაველა ქართულ ხელოვნებაში"

20 სექტემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟა-ფშაველას მემორიალურ მუზეუმში, მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში, გამოფენა ,,ვაჟა ფშაველა ქართულ ხელოვნებაში" გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული ცნობილი ქართველი მხატვრების - ლადო გუდიაშვილის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ივანე ასკურავას, მამია მალაზონიასა და სხვების მიერ შესრულებული ნამუშევრები, ესკიზები და აფიშები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, ოთახი #316
« იხ. ყველა ანონსი