2014-03-20
ფოტოგამოფენა „მდინარე მაშავერას აუზის ეკოლოგიური მდგომარეობა“
20 მარტს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო-საინფორმაციო ფოტოგამოფენა გაიმართება. გამოფენაზე 55-მდე ფოტო იქნება წარმოდგენილი, რომელიც მდინარე მაშავერას აუზის ეკოლოგიურ მდგომარეობას, დაზიანებულ ლანდშაფტს ასახავს.
გამოფენა თსუ და გისენის (გერმანიის) უნივერსიტეტის ერთობლივი პოექტის „სარწყავი ნიადაგების გაჭუჭყიანება მძიმე მეტალებით მდ. მაშავერას აუზში - სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველო“ ფარგლებში გაიმართება. პროექტის დამფინანსებელია ფოლკსვაგენის ფონდი.
გამოფენა სტუდენტებს, ეკოლოგიური პრობლემებით დაკავებულ მეცნიერ-მკვლევრებსა და ფართო საზოგადოებას დააინტერესებს.
გამოფენაზე ნაჩვენები იქნება ფოლკსვაგენის ფონდის მიერ გადაღებული 10 წუთიანი დოკუმენტური ფილმი „მდ. მაშავერას აუზის ეკოლოგიური მდგომარეობა,“ რომელშიც განხილულია პრობლემები და მოცემულია მათი გადაჭრის გზები.
გამოფენა 27 მარტამდე გასტანს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი