2012-05-18

უმაღლესი განათლების როლი იურიდიული პროფესიის განვითარებაში

18 მაისს, 18:00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ღონისძიება – „უმაღლესი განათლების როლი იურიდიული პროფესიის განვითარებაში“. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები;
ღონისძიებას დაესწრებიან შემდეგი ორგანიზაციების და სტრუქტურების წარმომადგენლები:
•    საქართველოს უზენაესი სასამართლო
•    თბილისის სააპელაციო სასამართლო
•    საქალაქო სასამართლო
•    საკონსტიტუციო სასამართლო
•    პროკურატურა
•    ადვოკატურა
•    ნოტარიუსთა პალატა
•    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
•    იუსტიციის სამინისტრო
•    ფინანსთა სამინისტრო
•    სასჯელაღსრულების სამინისტრო
•    პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო
•    აღსრულების ეროვნული ბიურო
•    ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
•    პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი
•    საქართველოს მთავრობის იურიდიული დეპარტამენტი
•    თბილისის მერიის იურიდიული სამსახური
•    კონტროლის პალატა

შეხვედრის მიზანია იურიდიულ ფაკულტეტზე მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში დასაქმებულების უფრო მეტი ჩართულობა და შესაბამისად დასაქმების ბაზარზე კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობის ამაღლება; უნივერსიტეტის როლის განსაზღვრა დამსაქმებელთა და კურსდამთავრებულთა შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფაში.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ I კორპუსი, აუდიტორია N 06
« იხ. ყველა ანონსი