2013-06-03

სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“

3 ივნისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძის ახალი წიგნის „საქართველო მსოფლიო კონტექსტში:  XX და  XXI საუკუნეების პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი მომენტები“ პრეზენტაცია შედგება.
წიგნის პრეზენტაცია პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ ფარგლებში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება.
კონფერენციის ბოლოს 5 ივნისს, 11.00 საათზე თსუ პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება გაიმართება.
კონფერენცია 1 ივნისს დაიწყო და 6 ივნისამდე გასტანს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი,  სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი