2017-12-11

ესეების კონკურსის „გერმანულ-ქართული ურთიერთობები“ გამარჯვებულთა დაჯილდოება

11 დეკემბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესეების კონკურსის: „გერმანულ-ქართული ურთიერთობები“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

კონკურსი გამოცხადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციისა და რაინლანდ ერფტის ლიტერატურული გაერთიანების ორგანიზებით და მიეძღვნა საქართველო-გერმანიის მეგობრობის იუბილეს. კონკურსში მონაწილეობდნენ მოსწავლეები როგორც თბილისიდან, ისე რეგიონების  საჯარო და კერძო სკოლებიდან.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია 115.

« იხ. ყველა ანონსი