2013-06-28
„მაიკოპური კულტურის პრობლემები კავკასიურ-ანატოლიურ ურთიერთობათა კონტექსტში“
28 ივნისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო არქეოლოგიური სიპოზიუმი
„მაიკოპური კულტურის პრობლემები კავკასიურ-ანატოლიურ ურთიერთობათა კონტექსტში“ გაიხსნება. ღონისძიების ორგანიზატორია ჩერქეზული კულტურის ცენტრი და არქეოლოგიური მემკვიდრეობის მართვის ცენტრი. სიმპოზიუმს თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური, მოწვეული სტუმრები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრებიან.
ღონისძიება დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2013 წლის საკონფერენციო გრანტით. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვევიან მონაწილეები აზერბაიჯანიდან, საფრანგეთიდან და ჩრდილოკავკასიის ჩერქეზული რესპუბლიკებიდან, მოსკოვიდან და სანკტ-პეტერბურგიდან. სიმპოზიუმი 29 ივნისს დასრულდება.
მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი