2014-12-11

გიორგი (გოგლიკო) ჩოგოვაძის ხსოვნის საღამო თსუ-ში

11 დეკემბერს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს გიორგი ჯიბლაძის შვილიშვილისა და საფრანგეთში ყოფილი ელჩის გოჩა ჩოგოვაძის ვაჟიშვილის - გიორგი (გოგლიკო) ჩოგოვაძის დაბადებიდან 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო - ,,ლეგენდა მეგობრობაზე - გოგლიკოს 19 წელი” გაიმართება. საღამოზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი  - ,,გოგლიკო”. გაიმართება თსუ-ის გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორის ნინო კაკულიას წიგნის - ,,კაცი, რომელიც თავს არ მოიკლავდა” პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

გიორგი (გოგლიკო) ჩოგოვაძე 1984 წლის 27 მაისს თბილისის ზღვაზე ტრაგიკულად დაიღუპა. გოგლიკო და მისი მეგობრები, 1984 წელს, ისტორიულ მოგზაურობაში მონაწილე ტიმ სევერინის ექსპედიციას შავი ზღვის მისადგომებთან, ფოთის სანაპიროსთან უნდა დახვედროდნენ, რის გამოც თბილისის ზღვაზე წვრთნებს გადიოდნენ. გოგლიკო და მისი მეგობრები ვარჯიშისას უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ.
 
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი