2011-06-10

კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დღე თსუ-ში

10 ივნისს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ინსტიტუტის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ტარდება:

16:00 საათი
მოხსენებები სემინარები პრეზენტაციები
რისმაგ გორდეზიანი - კოლხები ადრიატიკაში - პოეტური ფანტაზია თუ ისტორიული რეალობა?

17:30 საათი
სასწავლო წლის შემაჯამებელი სხდომა
შესავალი სიტყვა - რისმაგ გორდეზიანი
უმნიშვნელოვანეს მოვლენათა პანორამა - მაია დანელია
"ლოგოსის" ახალი გამოცემები - სოფიო შამანიდი
ინსტიტუტელები ენკიბენკის ეთერში - მედეა აბულაშვილი
სტუდენტთა დაჯილდოება - სოფიო შამანიდი

მისამართი: ი. ჭავჭავაძის 13, თსუ VIII კორპუსი, 220-ე ოთახი

« იხ. ყველა ანონსი