2013-04-01

შეხვედრა 2012 წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებულებთან

1 აპრილს,  14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  თსუ რექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები სახელმწიფო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების ხელმძღვანელებსა  და მონაწილეებს შეხვდებიან. 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2012 წელს  გამოცხადებული ფუნდამენტური, გამოყენებითი კვლევების და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილოებით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების ხელმძღვანელებთან და მონაწილეებთან შეხვედრაზე  2012 წლის საგრანტო კონკურსებში თსუ აქტივობა იქნება წარმოდგენილი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1,თსუ პირველი კორპუსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია (ოთახი 107)  

« იხ. ყველა ანონსი