2016-05-24

წიგნის "ქართული ჰაგიოგრაფია“ პრეზენტაცია

24 მაისს, 16:00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ქარჩხაძის გამომცემლობის” მიერ მოხდება ახალი წიგნის "ქართული ჰაგიოგრაფია“ პრეზენტაცია.  წიგნში წარმოდგენილია სამი ჰაგიოგრაფიული ძეგლის – “შუშანიკის წამების”, “აბოს წამების” და “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების”  პარალელური ტექსტები, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ძველ ქართულ ორიგინალს, ხოლო მეორე – ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ უზუსტეს ვერსიას.

წიგნს წარადგენს ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი