2015-02-03

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის

3 თებერვალს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ფოთის მერი ირაკლი კაკულია მოაწერენ ხელს.

ხელშეკრულების თანახმად, მხარეები დაგეგმავენ და განახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება ახალი თობების სრულფასოვანი განათლების, აღზრდის ხელშეწყობისა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის წახალისებისაკენ; განახორციელებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ, კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი

« იხ. ყველა ანონსი