2013-02-22

ალი ისაევ-ავარსკის შემოქმედებითი საღამო თსუ-ში

22 თებერვალს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში  საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსებისა და შამილის ორდენების კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის, პოეტის, კინო-მსახიობისა და რეჟისორის ალი ისაევ-ავარსკის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში  ალი ისაევ-ავარსკის სამტომეულის „ქვეყანა, სადაც სიყვარული მეფობს“ პრეზენტაცია  და მისივე გადაღებული დოკუმენტური ტრილოგიის „ მიზიდულობის ფორმულის“ მესამე ფილმის ჩვენება მოეწყობა.

მისამართი: თსუ I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი