2016-01-11

მიშელ რამიშვილის სტუმრობა თსუ-ში

11 იანვარს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრის ნოე რამიშვილის შთამომავალი მიშელ რამიშვილი ესტუმრება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა უმასპინძლებს.

მიშელ რამიშვილმა საქართველოში ბაბუის - ნოე რამიშვილის პასპორტი ჩამოიტანა, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო გამშვებ პუნქტში სიმბოლურად ქვეყანაში შემოსვლის შტამპი დაედო. მიშელ რამიშვილის განცხადებით ეს მისი ბაბუის ერთგვარი დაბრუნებაა საქართველოში, პასპორტს კი საჩუქრად თსუ-ს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) ცენტრ-ბიბლიოთეკას გადასცემს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, რექტორატი
 
    

« იხ. ყველა ანონსი