2011-05-11

სტუდენტური ესსების კრებულის პრეზენტაცია

11 მაისს, 12.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთობლივი პროექტის _ სტუდენტური ესსეების კრებულის “ყველა ფერის”პრეზენტაცია შედგება.

სამხატვრო აკადემიაში 2010-2011 სასწავლო წელს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა სალექციო კურსი "ხელოვნების ისტორია" (ლექტორი პროფ. გია ბუღაძე). კურსის ფარგლებში სტუდენტებმა რამდენიმე ესსე დაწერეს ხელოვნების ისტორიის საკითხებზე. თსუ გამომცემლობამ და სტამბამ გამოსცა სტუდენტური ესსეების კრებული “ყველა ფერი”.

მისამართი: გრიბოედოვის ქ. 22, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდი საგამოფენო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი