2015-03-13

პროექტის "სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათლების ხელშეწყობა"პრეზენტაცია

13 მარტს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი,  "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით, განახორციელებს პროექტს "სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათლების ხელშეწყობა".

პროექტის პრეზენტაციაზე  გაიმართება საშუალედო მოხსენების პრეზენტაცია თემაზე "სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათლების ხელშეწყობა".  პრეზენტაციაზე მომხსენებლები არიან: გიორგი გოგსაძე - თსუ პროფესორი, პროექტის ხელმძღვანელი; იაგო კაჭკაჭიშვილი - თსუ პროფესორი; ნანა მაჭარაშვილი - თსუ ასოცირებული პროფესორი.

მისამართი: ი. ჭავჭვაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107- ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი