2012-04-28

„ვიქტორინა-2012“ თსუ-ში

  28 აპრილს, 11.45 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით „ვიქტორინა-2012“-ის მორიგი შესარჩევი ტური გაიმართება. თბილისისა და საქართველოს რეგიონების 36 საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეები ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, მათემატიკასა და გეოგრაფიაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. თითოეული გუნდი 6 მონაწილისგან შედგება. მოსწავლეები პასუხს გასცემენ სხვადასხვა სირთულის ტესტებს, რომელიც განსხვავებული ქულებით შეფასდება. შესარჩევ ტურში გამარჯვებული გუნდები შემოდგომაზე დაგეგმილ ნახევარფინალში გადავლენ.
      ღონისძიებას თსუ რექტორის მრჩეველი მარიამ ლომოური, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რამაზ ბოჭორიშვილი,   ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრებიან.

მისამართი: ი. ჭავჭვაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

 

« იხ. ყველა ანონსი