2017-09-27

საერთაშორისო სიმპოზიუმი „რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“

27 სექტემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამონაწილეობით, საერთაშორისო სიმპოზიუმს „რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა მიჯნაზე“ გამართავს, რომელიც ეძღვნება ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავს.

სიმპოზიუმი დაგეგმილია UNESCO-ს ღონისძიებათა ფარგლებში. პოეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მიმდინარე წელი UNESCO-ს მიერ ნიკოლოზ ბარათაშვილის წლად არის გამოცხადებული.

სიმპოზიუმში მონაწილეობს 130-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ-17 ქვეყანა) მათ შორის: საფრანგეთი, იაპონია, აშშ, ბულგარეთი, პოლონეთი, გერმანია, ბელგია, ლიტვა, ლატვია, უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, მაკედონია, თურქეთი, ირანი. აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.

მისამართი:ქუჩიშვილის ქ. 24/8, სასტუმრო „ვერე-პალასის“ საპრეზენტაციო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი