2018-12-12

დასაქმების ფორუმი თსუ-ში

12 დეკემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს ყველა ფაკულტეტის და სასწავლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება.

40-ზე მეტი დამსაქმებელი, მათ შორის კერძო და საჯარო სფეროს წარმომადგენელი კომპანიები და ორგანიზაციები, გააცნობენ სტუდენტებს სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობებს.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ფეისბუქის გვერდს.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.

« იხ. ყველა ანონსი