2014-12-15

წიგნის „Georgian Christian and Its Cultural Context“ და საერთაშორისო ჟურნალის „ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“ №3 პრეზენტაცია

15 დეკემბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, გამოჩენილი ფილოსოფოსის, აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის „Georgian Christian and Its Cultural Context“ და საერთაშორისო ჟურნალის „ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“ №3 პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები და პროფესორები დაესწრებიან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი