2013-07-12
საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ფიცის დადების ცერემონია თსუ-ში
12 ივლისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.
საქართველოში მშვიდობის კორპუსის უკვე მეცამეტე ჯგუფი იმსახურებს. ჯგუფი 19 ინგლისური ენის მასწავლებელისა და 11 ორგანიზაციული განვითარების პროგრამის მოხალისისგან შედგება, რომელთაც წარმატებით დაასრულეს თერთმეტკვირიანი წინასამსახურეობრივი ტრეინინგი ქართული ენის, კოლტურის, ჯანდაცვის და უსაფრთხოების საკითხებსა და პროფესიულ უნარ-ჩვევებში. მოხალისეთა საქართველოში ადაპტაციის მიზნით, ტრეინინგის განმავლობაში ისინი ცხოვრობდნენ ხაშურში ქართულ მასპინძელ ოჯახებში. მოხალისეები ინგლისურის სწავლების და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის ფარგლებში იმუშავებენ საქართველოს ათ რეგიონში: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო-ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი.
ფიცის დადების ცერემონიას აშშ-ს საელჩოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მშვიდობის კორპუსის სხვა პარტნიორი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, აგრეთვე რეგიონული და ადგილობრივი თანამდებობის პირები, მასპინძელი ოჯახები, მშვიდობის კორპუსის თანამშრომლები და მოხალისეები დაესწრებიან.
აშშ-ს მშვიდობის კორპუსი საქართველოში საქართველოს მთავრობის თხოვნით მოღვაწეობს და კვალიფიციური ადამიანური რესურსების მიწოდების გზით ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. პროგრამა ასევე ხელს უწყობს ამერიკელი და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობას. მშვიდობის კორპუსის პროგრამა საქართველოში 2001 წელს დაარსდა და მეცამეტე ჯგუფის ჩათვლით 500-მა მოხალისემ იმსახურა.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი